პოლიტიკა

სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს

21.10.19 15:50


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კომისიამ დავით ნარმანია აირჩია.

სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს კონსტიტუციით არ იყო გათვალისწინებული. რის შემდეგაც კანონში ცვლილება განხორციელდა.

მანამდე, სემეკის თავმჯდომარის პოსტს ირინა მილორავა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები