საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს სანაპირო ზოლზე ხვალიდან შტორმი მოსალოდნელი აღარ არის

15.08.16 17:35


საქართველოს სანაპირო ზოლზე ხვალ შტორმი მოსალოდნელი აღარ არის, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღისით კარგი ამინდი იქნება, საღამოს საათებში კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ასევე სეტყვა.

ხვალ დასავლეთ საქართველოში იქნება 29-34 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში - 30-35 გრადუსი.

„16-18 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. სანაპირო ზოლზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 17-18 აგვისტოს შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, - აღნიშნა ნიორაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, საღამოსა და ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი 33 გრადუსამდე გათბება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები