პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ისლანდიის ელჩს შეხვდა

21.10.19 17:00


ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ისლანდიის ელჩს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება დაეთმო პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების აუცილებლობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან დაახლოების პროცესი - საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები.

ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რაც ქვეყანას მაქსიმალურად აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, კერძოდ, კი განახლებადი ენერგიის და თევზჭერის მიმართულებაზე.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც დამატებით პოტენციალს/იმპულს მისცემს ეკონომიკური დარგის შემდგომ გაღრმავებას.

მრავალმხრივი თანამშრომლობის კუთხით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) მნიშვნელობაზე და საქართველოს ინტერესზე მონაწილეობა მიიღოს/ჩართული იყოს ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმატში.

ელჩის განცხადებით, ისლანდია უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ისლანდიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის განმტკიცებას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები