პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა ​

22.10.19 10:15


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებსა და ამ მიმართულებით პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შესახებ ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს გააცნო პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც საპარლამენტო კონტროლს უფრო მეტად აძლიერებს. ასევე, ისაუბრა საკომიტეტო მუშაობისა და მის მთავარ დღის წესრიგზე.

„პარლამენტი სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელია და ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს სწორედ საგარეო პოლიტიკა იკავებს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე, სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკის მთავარ ამოცანებზე და „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ინიციატივაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სასიკეთოდ გაკეთდა.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განმტკიცებას და მის მნიშვნელობას.

ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

ასევე ისაუბრა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები