პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

22.10.19 10:30


საქართველოს პრეზიდენტმა ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იაპონურმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იაპონიაში ვიზიტისთვის და იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიაში მონაწილეობისათვის.

​მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო-იაპონიის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც მსოფლიოში არსებობს, საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა დაივიწყოს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ესწრებოდნენ: იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი მიდორი მაცუშიმა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ბიუროს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორი მიკიტო ტომიიამა და ტოიოტას სტადიონის პრეზიდენტი ტოშინობუ ობატა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები