პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22.10.19 11:00


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეებისა და საერთო გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები