საზოგადოება

თევდორე მღვდლის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებზე 107 022 ლარი დაიხარჯა

15.08.16 17:45


თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში მცხოვრებ დევნილებს მალე გამართული წყალ-კანალიზაციის სისტემა ექნებათ, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების პროგრამით განხორციელდა არსებული, დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის დემონტაჟი, რომელიც აღნიშნულ მისამართზე არასდროს შეცვლილა და მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

პროექტის მიხედვით, სრულად მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭა, გაიწმინდება ცენტრალური ჭის მაგისტრალი და დამონტაჟდება ცენტრალური წყლის მილი.

მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ, თევდორე მღვდლის N13-ში 1400 კვმ ფართობზე შეიცვალა დაზიანებული სახურავი, ხოლო საერთო სარგებლობის სადარბაზოებში შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.

თევდორე მღვდლის ქუჩა N13-ში განხორციელებული სამუშაოებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 107 022 ლარი დაიხარჯა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები