პოლიტიკა
22.10.19 11:15
ახალი აბრეშუმის გზის კონფერენცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთი მნიშვნელოვან ღონისძიების მასპინძლობას. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს 2000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. საქართველო ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში.
თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციის და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ განვითარებას. ახალი აბრეშუმის გზის კონფერენცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას „ერთი სარტყელი ერთი გზის“ შესახებ. ეს ინიციატივა ახალი სავაჭრო სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზეა, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა საქართველოს და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და რამაც უკვე თავისი შედეგიც გამოიღო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს და ჩინეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. პრემიერის თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
„აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას.
დღევანდელი ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის ეფექტიანი რეალიზაციის საფუძველია.რა თქმა უნდა, განხილვის თემა იქნება ტრანსპორტი, თანამედროვე ტექნოლოგიები, საერთაშორისო ვაჭრობა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.
საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობის მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარიც.
შედარებით მცირე ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური ბარიერები და სატრანსპორტო შეღავათები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცედურები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24