პოლიტიკა

ამერიკული სამხედრო ხომალდი PORTER ბათუმშია

22.10.19 11:30


ბათუმის პორტში, უკვე მეორედ, ამერიკული სამხედრო ხომალდო "პორტერი" შევიდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

Porter Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.

ხომალდზე, რომლის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი, იმყოფება 39 ოფიცერი და 282-წევრიანი პერსონალი.

ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას გააღრმავებენ.

Porter-ი საქართველოში 2015 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. გემის ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს სანაპირო დაცვის დანაყოფებმა ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გემის რიგით მეორე ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზღვაო სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას.

Porter-ი ესპანეთის ასეულის შემადგენლობაშია და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები