პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძის შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობასთან

22.10.19 11:50


„მე არ მომწონს და ყოველთვის თავს ვარიდებ ვისაუბრო თქვენზე და მოგიხსენიოთ როგორც ეთნიკური უმცირესობა, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, ჩვენი განუყოფელი ნაწილი და არ მსურს განგასხვავოთ საქართველოს სხვა მოქალაქეებისაგან". - ასე დაიწყო ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასა და ხელისუფლებებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე. საქართველომ ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს - ასეთი იყო ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლების პოზიცია ერთიან საქართველოსთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობის მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია საშუალო სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა, რადგან ენობრივი ბარიერი კვლავ პრობლემად რჩება. ასევე საუბარი შეეხეო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არჩვნების შედეგების გაყალბების საფრთხეებს და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მძიმე პოლიტიკურ თუ ეთნიკურ საკითხებს ეხებოდა, შედხვედრა საკმაოდ საქმიან და თბილ გარემოში შედგა.

„მე მოხარული ვარ რომ შევხვდი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. როგორც წესი, მე არ მომწონს ამ ტერმინით მათი გამოყოფა, რადგან ისინი აბსოლუტურად თანასწორუფლებიანები არიან. ამ ადამიანებს ნამდვილად ჰქონდათ ჩვენთვის სათქმელი იმ თემის, იმ უმცირესობის, იმ უბნის თუ საზოგადოების სატკივარის და პრობლემის შესახებ, რაც ყოველდღიურად აისახება მათ ცხოვრებაში. საგულისხმოა ნიჰილიზმი, რომელიც დისკუსიის დროს გამოიკვეთა. მათ ისაუბრეს შიშის ფაქტორზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლავს. ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლებს მე ავუხსენი, რომ ყველა ადამიანის ხმას აქვს მნიშვნელობა. ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვანი უმრავლესობით ვერც ჩვენ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ვერ მოვა, მაგრამ თითოეული მოპოვებული ხმა მოგვცემს შესაძლებლობას, გავლენა მოვახდინოთ როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაზე და ვიზრუნოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მრავალეროვან ქვეყანას აწუხებს". - აღნიშნა „ერთიანი საქართველი-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები