პოლიტიკა

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო

22.10.19 12:10


თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი 2019" დაიწყო. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

"საქართველო ისტორიულად ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, "ახალი აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი და საამაყოა. გვვჯერა, რომ ჩვენ, ქართველებს ეს ფორუმი მოგვეხმარება იმაში რომ შევასრულოთ ჩვენი უნიკალური ფუნქცია, ვიყოთ შუამავალი ევროპასა და აზიას შორის",-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები