პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

22.10.19 12:50


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ლატვიის როლი ხაზგასმით აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასაც.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები