პოლიტიკა

გია ხუხაშვილი - 8 ოქტომბრის ღამეს ”ქართულ ოცნებას” გამარჯვების გამოცხადების ფუფუნება არ ექნება

16.08.16 16:30


გამომდინარე იქიდან, რომ იქნება ძალიან ბევრი მეორე ტური, 8 ოქტომბრის ღამეს ”ქართულ ოცნებას” არ ექნება გამარჯვების გამოცხადების ფუფუნება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, ”ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, შემადგენლობა, რომელიც გუშინ ”ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტურის რისკებს ზრდის.

”ეს არის ის შემადგენლობა, რომელმაც რისკი იმისა, რომ მეორე ტურები იქნება ტოტალური კიდევ ერთხელ გაზარდა. ბიძინა ივანიშვილის და ადმინისტრაციული რესურსი უსაზღვრო არაა. ამ ტიპის მიდგომები ამომრჩეველში გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს და შესაბამისად მეორე ტურების ალბათობის რაოდენობა, არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ისიც გასაგებია, რომ პირველ ადგილებზე გავლენ, მაგრამ ”ქართულ ოცნებას” ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს - გამომდინარე იქიდან, რომ იქნება ძალიან ბევრი მეორე ტური, ეს იწვევს იმას, რომ 8 ოქტომბრის ღამეს ”ქართულ ოცნებას” არ ექნება გამარჯვების გამოცხადების ფუფუნება.

ხელისუფლება, რომელიც არჩევნების მეორე დღეს ვერ აცხადებს გამარჯვებას, ის ფსიქოლოგიურად წაგებულია და მეორე ტურებში შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული სიურპრიზები შეხვდეს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები