საზოგადოება

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადასცეს

25.10.19 15:00


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა.

როგორც სამინისტრო იტყობინება, ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.

უწყებისვე ცნობით, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

დევნილი ოჯახების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამინისტრო ბინებს უსამართლოდ ანაწილებს. ამის გამო მათ სამინისტროსთან აქციის გამართვა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა ბინების სამართლიანად განაწილების პრინციპის დანერგვაა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები