საზოგადოება

საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰაერში ტყვიის მონიტორინგი გრძელდება

25.10.19 16:00


გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

16 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში – 2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში – უმნიშვნელოდ, 22 ოქტომბერს ,,ილიას ბაღში“ – 1.3-ჯერ, ხოლო ქ.რუსთავში – 2-ჯერ. სინოპტიკური სიტუაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა შემდეგ დღეებში: 17 ოქტომბერს ვარკეთილში – 1.2-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.4-ჯერ, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე – 1.1-ჯერ, ქ.რუსთავში – 2.1-ჯერ, ვაშლიჯვარში -უმნიშვნელოდ, 18 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და ,,ილიას ბაღში“ – 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირე – 1.1-ჯერ, ვარკეთილში – 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში – 2.1-ჯერ, 19 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და ვაშლიჯვარში – 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირე – 1.2-ჯერ, ვარკეთილში – 1.3-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.7-ჯერ, ქ.რუსთავში – 2.3-ჯერ, 20 ოქტომბერს წერეთლის გამზირე – 1.1-ჯერ, ყაზბეგის გამზირე – 1.3-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.6-ჯერ, ქ.რუსთავში – 2.3-ჯერ, ვარკეთილში – უმნიშვნელოდ, 21 ოქტომბერს ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში – 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში – 2.2-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირზე – უმნიშვნელოდ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.3-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ნუცუბიძის ქ. №42, №63 საბავშო ბაგა-ბაღთან; ნუცუბიძის ქ. 47, „მზის სხივი“ ინგლისურენოვან საბავშვო ბაღთან; ნუცუბიძის ქ. №18 ბ.11, ა(ა)იპ ჩვენი სკოლასთან; ნუცუბიძის ქ. №5, №203 საჯარო სკოლასთან; ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები