საზოგადოება

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მემორანდუმი გაფორმდა

25.10.19 16:20


სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეს არის მემორანდუმი რომელიც ითვალისწინებს ქართველი და თურქი ვეტერინარებისა და მცენარეთა დამცველების თანამშრომლობას და ტრენინგებს აგრარული მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა ნეჯლა დემირდაღმა.

"ცხოველთა ინფექციური და მცენარეთა სოკოვან-ბაქტერიული დაავადებების რისკის შეფასებისა და ზედამხედველობისათვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. თურქულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მეთოდებისა და ადრეულ ეტაპზე ვირუსის შემოჭრა-შემოტანის გამოვლენის მექანიზმის დახვეწას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის ეპიზოოტიურ და ფიტოსანიტარიულ კეთილსაიმედოობას", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობას დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა და დღეისათვის 59 ქვეყანაში საქმიანობს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები