საზოგადოება

სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება

28.10.19 12:50


საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მისთვის ცნობილია მეუფე იაკობის მეირ დასახელებულ პირთა დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიისა და კონკრეტულად პატრიარქის მიმართ, ამის საფუძველზე ის ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადების შინაარსს წარმოუდგენლად მიიჩნევს.

“როდესაც საუბარი არის იმ პირებზე, რომლებიც დასახელდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ან პრემიერი, ან ყოფილი შსს მინისტრი, ან ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყოს ამაში გარეული, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რადგან ვიცი მათი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები