საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორი ეწვია

28.10.19 14:20


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა.

სოსო რამიშვილმა სტუმარს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, ესაუბრა საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ საფუძვლებსა და უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე.

ლონდა თოლორაიამ საგამოძიებო სამსახურის უფროსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა, პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მხარეთა მიერ ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოითქვა სრული მზადყოფნა კოორდინირებული მოქმედებებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი, იგა ზაალიშვილი, ვაჟა ფანოზიშვილი და მირიან მჭედლიშვილი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები