საზოგადოება

შსს-მ სხვადასხვა ვებ-გვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

28.10.19 15:00


შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გავრცელდა წარწერით - "მე დავბრუნდი".

ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საიტი გაითიშა, მიხეილ სააკაშვილის ფოტო კი სხვა უწყებების ვებ - გვერდებზეც ვრცელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის საკრებულოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდები დაჰაკეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები