საზოგადოება

იმედისა და მაესტროს მაუწყებლობა შეწყდა – მიზეზი კიბერ შეტევაა

28.10.19 16:20


სავარაუდოდ კიბერშეტევის გამო ტელეკომპანიებმა "იმედი" და "მაესტრომ" მაუწყებლობა შეწყვიტეს.

ამის შესახებ "იმედის" ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში წერს.

“იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.

ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!საუბრის დასასრულიდაწერეთ შეტყობინება...", – წერს ჟურნალისტი.

რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გავრცელდა წარწერით - "მე დავბრუნდი".

ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საიტი გაითიშა, მიხეილ სააკაშვილის ფოტო კი სხვა უწყებების ვებ - გვერდებზეც ვრცელდება.

პრეზიდენტის ადმინსიტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის საკრებულოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდები დაჰაკეს.

საიტების გახსნისას ჩნდება მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები