პოლიტიკა

მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს

16.08.16 17:30


მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აეროდრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ასევე, ვფიქრობთ, აეროდრომი ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ აეროდრომოს სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. შესაძლოა ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩქარა განხორციელდეს და ამიტომ, გამარტივებული შესყიდვის წესით გამოგვაქვს აეროდრომის მშენებლობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები