საზოგადოება

ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მატარებლები ივლის

29.10.19 14:00


“აზერბაიჯანის რკინიგზის” ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახალი, ფრანგული წარმოების ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ივლის.

“24 ოქტომბერს პირველმა “Prima M4″ მატარებელმა უკვე შეასრულა ეს მარშრუტი. ამ დრომდე აღნიშნული მიმართულებით წინა საუკუნის 70-იან წლებში წარმოებული მატარებლები დადიოდა”, – აცხადებენ “აზერბაიჯანის რკინიგზაში”.

ფრანგული კომპანია “Alstom” ის მიერ წარმოებული მატარებელი 100-დან 160 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები