საზოგადოება

თბილისის ქუჩები უსაფრთხო გახდება: ძველ თბილისში მართლწესრიგის ოფიცრები გამოჩნდნენ

29.10.19 15:20


ძველ თბილისის რაიონში შსს-ს მართლწესრიგის 60-მა ოფიცერმა მუშაობა დაიწყო, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" უწყების პრეს-სამსახურში.

მართლწესრიგის ოფიცრები უბნის ინსპექტორის ინსტიტუტის ანალოგია.

ოფიცრების მოღვაწეობის მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენციაა.

ოფიცრების შერჩევა მოხდა როგორც შსს-ს მოქმედი თანამშრომლებიდან, ისე კონკურსის შედეგებით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შსს-ს აკადემიაში ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

პირველ სამუშაო დღეს მართლწესრიგის ოფიცრები ძველი თბილისის მოსახლეობას შეხვდნენ და თავიანთი საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

ასევე, ისინი ეწვივნენ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ბულინგის შესახებ და ამ პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული. თითოეული ოფიცერი ქალაქის კონკრეტულ კვარტალში მუშაობს და მის კომპეტენციაში შედის უკანონო მიგრაციასთან, ოჯახურ ძალადობასთან და არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით, ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები