საზოგადოება
29.10.19 17:20
თბილისის საქალაქო სასამართლო 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირის დაზარალებულად არ ცნობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის საკითხი შემდგომში კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი.
“2019 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მაია გომურის და სხვათა საჩივარი დაზარალებულად ცნობის თაობაზე.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს და თანდართულ მასალებს, შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, შეაფასა გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგები, ასევე, მომავალში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების აუცილებლობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. ასევე, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის საკითხი შემდგომში კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი.
სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება”, – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 262
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24