საზოგადოება

9 თვეში 7802 სამშენებლო ნებართვა გაიცა

30.10.19 12:00


ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 5.622 მლნ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 7802 ნებართვაა გაცემული.

გაცემული ნებართვების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.3%-ით, ხოლო საერთო ასაშაენებელი ფართის მოცულობა 23.9%-ით აღემატება.

ნებართვების 71% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2% თბილისზე 11% აჭარაზე და 10.8% ქვემო ქართლზე.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36.2% თბილისზე, 14.4% კახეთზე და 9% ქვემო ქართლზე.

სულ, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1.924 მლნ კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 32.3%-ით მეტი) 1802 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლები).




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები