საზოგადოება

ტრაგედია გორთან: ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

30.10.19 13:40


გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გორთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

ავარიისას გარდაცვლილი და დაშავებული მგზავრები ნათესავები არიან.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადებმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, ერთ პაციენტს ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება, მეორეს კი - ტრავმული დაზიანებები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები