საზოგადოება

თბილისში ჟიული შარტავას ბიუსტი განთავსდება

30.10.19 14:20


საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც განთავსდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხებზე მუშაობა მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა. "მინდა, ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას შევეხო.

2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა.

დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც.

ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებსო. მათი პასუხი იყო - "არასოდეს ცხოვრებაში!" ეს ადამიანები ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ ამას. ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ.

ჩემი თხოვნა იქნება, ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს ამ ადამიანებს ეკადრებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები