საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ელჩს შეხვდა

30.10.19 15:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუმინეთის ელჩს, რადუ ლივიუ ჰორუმბას უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრსსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში წვლილისთვის რუმინელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხსაც.

შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მირჩა ჟუგურანუ დაესწრო.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები