საზოგადოება

ვინ დაიკავებს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის ტახტს - სინოდი გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

30.10.19 16:30


31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსის დამტკიცება იქნება.

სინოდი ქუთათელ-გაენათელის საეპისკოპოსო ტახტზე ორ კანდიდატურას მეუფე იოანე გამრეკელსა და მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს განიხილავს.

წმინდა სინოდის სხდომა, ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორის მთავარი, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება იქნება, რომელიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირებთან პატრიარქის შეცვლის საკითხზე შეხვედრას ეხებოდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები