საზოგადოება

ლოკაციები, თბილისსა და ქვემო ქართლში, სადაც საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა

31.10.19 10:15


საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, 29 ოქტომბრიდან, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 სექცია ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ახლადამოქმედებული სიჩქარის კონტროლის ადგილმდებარეობებია:
1. თბილისი, ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრიდან – თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

2. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან – თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

3. თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 – თბილისი, გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

4. თბილისი, გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან – თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

5. თბილისი, გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

6. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

7. თბილისი, გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) – მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

8. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – თბილისი, გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

9. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან – ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

10. ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრიდან – მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 794 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები