პოლიტიკა

თბილისის საკრებულო ნინო გოგუაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს იმსჯელებს

16.08.16 19:45


თბილისის საკრებულო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო გოგუაძისთვის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საკრებულოში განუცხადეს.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით თბილისის საკრებულოს თავად ნინო გოგუაძემ მიმართა. მათი ინფორმაციით, საკითხის განხილვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გაიმართება, რომელიც 15:00 საათზეა დანიშნული.

ნინო გოგუაძე საბურთალოზე, მე-5 ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ წარადგინა. არჩევნებში კენჭს საკრებულოს კიდევ ორი დეპუტატი – ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე იყრიან.

როგორც „კვირას“ საკრებულოში განუცხადეს, მათ უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით საკრებულოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები