მსოფლიო

ინდოეთში არეულობას 64 ადამიანი ემსხვერპლა

16.08.16 20:05


ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არეულობა ერთ თვეზე მეტია, გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 64-მდე გაიზარდა. პროტესტანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება ჯამუ და ქაშმირის შტატში სამშაბათს მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ NDTV-ზე დაყრდნობით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 55 ადამიანი და დაშავებულია — დაახლოებით 8 ათასი.

ტელეარხის ინფორმაციით, მორიგი შეტაკებისას პროტესტანტები პოლიციას ქვებს ესროდნენ, პოლიციამ ხალხის დასაშლელად ცეცხლი გახსნა. ამის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, 15 დაიჭრა.

მასობრივი საპროტესტო აქციები ქაშმირის ხეობაში 8 ივლისს 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას მოჰყვა, რომელიც ინდოეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება „ჰიზბ-ულ-მუჯაჰიდინის“ აქტივისტი იყო.

ჯამუ და ქაშმირის შტატში აქტიურად მოქმედებენ სეპარატისტები, რომლებიც პაკისტანთან შეერთებას ემხრობიან. ამასთან, ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ოფიციალური საზღვარი არ არის — ორი სახელმწიფოს ჯარს საკონტროლო ხაზი ჰყოფს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები