საზოგადოება

მამუკა ხაზარაძემ “ლელოს” 12 ახალი წევრი წარადგინა

01.11.19 15:40


დღეს, პირველ ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ თორმეტი ახალი წევრი წარადგინა.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები გახდნენ: იურისტი თორნიკე ჩიქოვანი, რომელიც ხაზარაძის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ხელმძღვანელობდა. მის გარდა, “ლელოს წევრები იქნებიან:

ფარმაცევტი გოგიტა დათუკიშვილი,

ფერმწერი და თოჯინების თეატრის ყოფილი თანამშრომელი მარინა მამუჩაშვილი,

წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი გიორგი ზურებიანი,

არქიტექტორი ალექსანდრე ჩუბინიძე,

მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი გურამ დოლენჯაშვილი,

ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი და შატო მუხრანის თანამშრომელი თამარ ბუაძე,

“რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი თორნიკე ადამაშვილი,

ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ვაჩე ჩინჩალაძე,

ცხენოსნობის მწვრთნელი მამუკა მახარაძე,

ინჟინერ-გეოლოგი ნუკრი ტატიშვილი, რომელიც ახლა “შატო მუხრანში” შეფ-მზარეულად მუშაობს.

კომუნიკაციების სპეციალისტი თამარ ჭალაგანიძე

მამუკა ხაზარაძის თქმით, “ლელო” არის ადგილი, სადაც ადამიანები იდეის გარშემო იკრიბებიან და ეს იდეა საქართველოს გამარჯვებაა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები