პოლიტიკა

დავით ნარმანია დღეს საკრებულოს ეწვევა

17.05.16 16:25


თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოს ეწვევა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და საზოგადოებას თაბორის მთაზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საჯარო, პირობიანი აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, შესაბამისად საკითხი დეტალურადაა განხილული და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებს კითხვები არ გაგვაჩნია. მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მედიასაშუალებებში არაერთი განმარტება გაკეთდა, მაგრამ, რადგან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და ყველა კითხვას უპასუხებს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, 29 ჰექტრიდან მხოლოდ 2 ჰექტარზე იგეგმება მშენებლობები, დანარჩენი ტერიტორია კი სარეკრეაციო ზონას დაეთმობა და თბილისს შეემატება გამწვანებული, დასასვენებელი სივრცე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის დედაქალქს, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე ტურისტებისთვის.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები