საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ილია II-ს შეხვდა

04.11.19 10:15


3 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად ესტუმრა პატრიარქს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის თანახმად, ივანიშვილი „შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია“.

საპატრიარქოს თანახმადვე, „ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ“, თუმცა განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს ფრაზა.

ეს ივანიშვილისა და ილია II-ის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც უკვე განყენებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ პატრიარქის „პიდარასტიასა“ და „მამათმავლობაზე“ [ჰომოფობიური ენით] საჯაროდ ისაუბრა.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები