საზოგადოება

ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

04.11.19 11:15


ოკუპირებულ ახალგორში, უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ახლობლებს 60 წლის თამარ გიგაურის თბილისში გადმოყვანის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.

"ავადმყოფი იყო კონტაქტური. ცხინვალში არანაირი სამედიცინო საშუალება არ არის. შესაბამისად მისი გადმოყვანა აუცილებელი და სასწრაფოა.

ინფორმირებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება მისი გადმოყვანა მალე", - განუცხადა "რუსთავი 2" -ს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები