პოლიტიკა

ვლადიმერ ბედუკაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

16.08.16 20:35


საქართველოში საპატიმროებში გადაღებული ვიდეჩანაწერებით სკანდალურად ცნობილმა ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებით მას სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს.

ბედუკაძე სახელმწიფო დაცვით 2013 წლის ივნისიდან სარგებლობდა. იმ წელს ბედუკაძეს, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობით ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაცნობეს უშუალოდ ვინც ახორციელებდა იმ ადამიანებმა. გამოძიება თვლის, რომ აღარ არსებობს გარემოებები, რომ მე ვიყო განსაკუთრებული დაცვის პროგრამაში. საფრთხე არსებობს, ამიტომაც დავაკისრე პასუხისმგებლობა შოთაძეს“, — განაცხადა ბედუკაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ბედუკაძე ამჟამად ყველაზე სკანდალური პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერია. პარტიის წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთისდროშებიანი ტანკების ფონზეა გადაღებული, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. დღეს ცესკომ პარტია არჩევნებიდან მოხსნა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები