საზოგადოება

მანდატური დღეიდან კიდევ 15 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

04.11.19 12:45


სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, მიმდინარე გაფართოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონების 15 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა.

დღეიდან, მანდატურები წარმოდგენილი არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლისა და სოფელ საიმერლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის, ქალაქ ბოლნისის, სოფელ ქვემო ბოლნისის, ქალაქ წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის, ქალაქ ახალქალაქის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლებში.

ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე წარმოდგენილია 575 საჯარო სკოლაში. მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში შევლენ.

2020 წელს მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები