საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში ინვენტარიზაცია ტარდება

04.11.19 13:00


ჭყონდიდის ეპარქიაში, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავა განაყენეს ინვენტარიზაცია ტარდება.

ინჩხურის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა ანდრია სარია ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის მიზანი ახალი მმართველისთვის ეპარქიის გადაბარებაა.

ჭყონდიდის ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს. პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ მის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები