ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი III

16.08.16 20:45


საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღოლის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე 442 ეკლესიის გადაცემის თაობაზე.

მამამ პორფირე არ დაუჯერო სომეხთა საბუთებს . ისინი თაღლითები არიან . დაამზადებენ ყალბ დოკუმენტებს, დადებენ სადმე მიყრუებულ , ნესტიან ადგილას, რათა გაყვითლდნენ და ძველ საბუთებს დაემსგავსონ.

მიტროპოლიტ ბართლომეს წერილიდან...

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სომხური ეკლესიის ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მიმართა შემდეგი განცხადებით:

„ ბატონო ირაკლი: მე-5 საუკუნიდან საქართველოს კურთხეულ მიწაზე მოღვაწეობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. საქართველოში მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ააგო ტაძრები, მონასტრები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავდმყოფოები და საზოგადოებისათვის სასარგებლო დანიშნულების სხვა შენობა-ნაგებობები, რომელთა მეშვეობით საქართველოში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად ხელს უწყობდა ქვეყნის კეთილდღეობას და სიძლიერეს.

სამწუხაროდ, საბჭოთა ტოტალიტალური რეჟიმის დროს საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიას ჩამოერთვა კუთვნილი ქონება. გთხოვთ სამართველბრივ სახელმწიფოს და მოქალაქეთა თანასწორობის საკონსტიტუციო პრინციპებიდან გამომდინარე, დაუბრუნოთ ჩამორთმეული ტაძრები , მონასტრები (მოქმედი და არა მოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთი, რომლებზეც ისინი არიან ან იყვნენ განლაგებულნი, სსიპ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს სომხურ ეპარქიას.

დანართის სახით გაწვდით 442 სომეხთა ეპარქიისგან ჩამორთმეული ტაძრის, მონასტრის ( მოქმედი და არამოქმედი) და მათი ნანგრევების სიას.

გფარავდეთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!

ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი

სომეხთა სამოციქულო მართმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი.“

2014 წლის 17 დეკემბერს ეს წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიას გადაუგზავნია სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტოსთვის, ასლი კი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის.

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის პრემიერ მინისტრი ჰოვაკიმ აბრამიანი, რომელიც ეწვია ავლაბრის სომხური კულტურის სახლს (ჰიარტუნს), ზუსტად ამ შეხვედრის შემდეგ (18 დეკემბერს) არის გაგზავნილი ეპისკოპოს მირზახანიანის ზემოთხსენებული განცხადება პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე.

ცხადია პრემიერ მინისტრი ჰოვაკ აბრამიანთან თათბირის და მისი დასტურის შემდეგ გაიგზავნა აღნიშნული განცხადება.

სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს თითქოს არაფერი იცოდნენ ეპ.მირზახანიანის წერილის შესახებ, ამას ჰქვია „ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო მაკვირვებსო“.

საინტერესოა ერთი ფაქტიც, იმ დროს როცა სომხეთში ეკლესია-ტაძრები ცარიელია და გაუდაბურებულია ( მარმაშენი, ნორავანქი, საღამის ვანქი და სხვა) ხოლო მთელ სომხეთში ერთი კინკილა ბერი და სამი მონაზონი ყოფილა საქართველოსგან 442 ნანგრევებად ქცეულ ეკლესიის (უმეტესი ნაწილი) გადაცემას მოითხოვს სომხური მხარე?

ახლა მოვიტანთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ქ-ნ ხათუნა თორთლაძის შემდეგ წერილს:

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ ზაზა ვაშაყმაძეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ საქართველოს მთავრობის წინაშე დააყენა საქართველოში არსებული 442 ძეგლის გადაცემის საკითხი.

სომხეთში საქართველოს საელჩოდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სომხური ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის სუსანა ხაჩატრიანის განცხადებით, ამ სიაში წარმოდგენილია დღეს საქართველოში მოქმედი სომხური ეკლესიები, ჩამონგრეული დაზიანებული და გაქართულებული.

სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. საელჩოს ინფორმაციით, სომხეთში სისტემატურად იბეჭდება წიგნები ( ს. კარაპეტიანი „ქართული სახელმწიფოს პოლიტიკა და სომხური ძეგლები“, „ახტალის სამონასტრო კომპლექსი“ „სურბ-ნშანის სომხური ეკლესია“, „თბილისის სომხური ძეგლები). მათი უმრავლესობა გამოიცა სომხურ და ინგლისურ ენებზე.

ასევე ინტერვიუები ქვეყნდება სასულიერო პირებთან და ცალკეულ მეცნიერებთან.

მას შემდეგ რაც სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ეპარქიის ლიდერი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავის ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ შემდეგი ეტაპი იქნება საქართველოში ჩამორთმეული სომხური ეკლესიების დაბრუნების საკითხი კანონიერი მფლობელისთვის.

2011 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის ერთობლივი ვიზიტის დროს სამცხე-ჯავახეთში, გარეგინ მეორემ მიმართა უწმინდეს ილია მეორეს და აღნიშნა, რომ მათ აქვთ მასალები საქართველოში ე.წ. სადაო ეკლესიების კუთვნილების თაობაზე და თუ ქართულ მხარესაც გააჩნია დამადასტურებელი მასალა იმის თაობაზე, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ძეგლი ქართულია, შესაძლებელია საუბარი მათ დაბრუნებაზეც.

სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თენგიზ შარმანაშვილის აზრით, პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან და გარეგინ მეორის ნათქვამიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოში არსებული სადაო ეკლესიებსა და სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე სისტემატიურად მუშაობს სომხური მხარე: გამოსცემენ წიგნებს, უჩვენებენ ფილმებს, აწყობენ გამოფენებს, ატარებენ ღონისძიებებს, ახტალის სამონასტრო კომპლექსში.

საქართველოს სომხური ეპარქიის მოთხოვნების გამოქვეყნების შესახებ საელჩოს წარმომადგენელი დაუკავშირდა სომხეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს სვეტლანა სააკიანს და ეჯიმიაწინის ურთიერთობის პასუხისმგებელ პირს, ეპისკოპოსს ჰოვაკიმ მანუკიანს, რომლებმაც საუბარში აღნიშნეს, რომ არაფერი იციან სომხური ეპარქიის მოთხოვნის თაობაზე.

ისინი შეეცადნენ შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს პირველად გაიგეს ამის თაობაზე. ამასთანავე, საელჩოს ინფორმაციით, ა.წ. 27 იანვარს ქ-ნი სააკიანი ტელეფონით დაუკავშირდა საელჩოს წარმომადგენელს და მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგი ესაუბრა ამ საკითხზე სომხეთის მინისტრის მოადგილეს სამუველიანს. ქ-მა სააკიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე თანამშრომლობდა ქართულ მხარესთან , ძეგლების დაცვა და მოვლა პატრონობის თაობაზე, რაც შეეხება სომხური ეპარქიის მოთხოვნას ქ-ნი სააკიანის განცხადებით, ამის თაობაზე ინფორმირებულია.

ელჩის აზრით, ის რომ აღნიშნულ საკითხზე სომხეთში მუშაობა მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში, კარგად ჩანს გამოქვეყნებული ბროშურებიდან, წიგნებიდან და ასევე სომხური ეპარქიიის განცხადებით, სადაც აღნიშნულია, რომ ეპარქიამ შეისწავლა სომხეთის ეროვნული არქივი და ამის შესახებ წარადგინა მოთხოვნა საქართველოს მთავრობის წინაშე.“

ამ დოკუმენტის შესახებ გვსურს შემდეგი კომენტარი გავაკეთოთ : ის რომ ს. კარაპეტიანი სისტემატურად ბეჭდავს სომხურ და ინგლისურ ენებზე წიგნებს და ეწევა მიზანმიმართულ პროპაგანდას და ცდილობს ე. წ სადაო ეკლესიები სომხურად წარმოაჩინოს არაა ახალი.მისი ამგვარი შრომების უმეტესი ნაწილი გავაკრიტიკე და პასუხი გავეცი, რაც აღნიშნული მაქვს შრომის პირველ ნაწილში.

მას შემდეგ, რაც სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მართლაც ეპ.მირზახიანმა განაცხადა ეხლა უკვე ოფიციალურად მოვითხოვ სადაო ეკლესიების გადაცემას.

ამის შესახებ ქართულ პრესაშიც იყო ინფორმაცია. ამ ფაქტორმა არამარტო ეპ. მირზახანიანს მისცა ბიძგი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სომეხთა კათოლიკეთა ორდინარიატმაც თავი საქართველოში არსებული ქართული კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეებად გამოაცხადა და მოითხოვა მათი გადაცემა.

2011 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II- ისა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II შორის გამართულ შეხვედრის დროს, მოხდა სიტყვიერი შეთანხმება - სომხეთში არსებული ქართული ეკლესიის თაობაზე. მისმა უწმინდესობამ ილია II-მ განაცხადა საქართველოში სომხურ ეკლესიას ექნება იმდენი უფლება, რამდენიც ქართულ ეკლესიას სომხეთში, მაგრამ დაბრუნდა თუ არა გარეგინ II ეჯიმიაწინში, დაესივნენ ალბათ ს.კარაპეტიანისნაირი მეცნიერები და დაუწყეს მტკიცება სომხეთში, კერძოდ ტაშირში არავითარი ქართული ეკლესიები არ არისო !..

აქვე გვსურს აღვნიშნოთ სომხეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის ქ-ნ სვეტლანა სააკიანის და ეჯმიაწინის საკათალიკოსოს საეკლესიათაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებელი პირის ჰოვაკიმ მანუკიანის განცხადება, თითქოს მათ არაფერი იცოდნენ სომხური ეპარქიის აღნიშნული განცხადების შესახებ, სიცრუეა, რადგან საქართველოს სომხური ეპარქია ეჯიმიაწინთან და სომხეთის მთავრობასთან ყოველ შემთხვევაში კულტურის სამინისტროსთან შეუთანხმებლად მაინც ნაბიჯს არ დგამს. მითუმეტეს საქმე ეხება 442 ეკლესიის გადაცემის საკითხს.

რაც შეეხება ეპ.მირზახანიანის აღნიშნულ სიას, სომხური სამოციქულო ტაძრები საქართველოში( აქვე შევნიშნავ რამდენად შეიძლება ვუწოდოთ ტაძარი, ჩვეულებრივი ეკლესიას) ისევე როგორც ე.წ ს. კარაპეტიანის ე.წ ცნობარი შედგენილი არის დილეტანტურად. ეს სიის შემდგენელის ან შემდგენლების „დამსახურებაა“. დილეტანტურია იმიტომ, რომ საპრეტენზიო ეკლესიებს მიწერილი აქვს მხოლოდ აშენების და რესტავრაციის თარიღები, თუ რა წყაროს ან ქტიტორული წარწერის მიხედვით არის დადგენილი აშენების თარიღი აღნიშნული არ არის, ანდა რა საისტორიო წყაროს ან საარქივო მასალის მიხედვით არის სომხური არ ჩანს.

რაც მთავარია წარმოდგენილი არ არის ქართველი მეფის მიერ გაცემული სიგელი, ნებართვა სიაში შეტანილი საქართველოს რომელიმე ქალაქში სომხური ეკლესიის აშენების თაობაზე.

შემდეგ, არც ქართველი თავადების მიერ გაცემული ნებართვაა მათ მამულში სომხური ეკლესიის აგების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეპ.მირზახანიანის სიაში გამოტოვებულია ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები. ამით კი დაირღვა საქვეყნოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს ნიშნავს ნებსით თუ უნებლიედ ამ ძველი ქართული მხარეების პუტინის მიერ თვითნებურად და თავხედურად გამოცხადებული ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს კი მოულოდნელი იყო ჩვენი კარის მეზობლის, მეგობარი ქვეყნის მხრივ, თუმცა რა, აგერ ახლა- ოსეთის, ე.წ. პრეზიდენტი ვინმე ბაბილოვი სომხეთის პარლამენტის სპიკერს შეხვედრია ერევანში!...

წაკითხულია : 2728


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები