ეკონომიკა

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს

04.11.19 15:20


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.

მისი თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით, ვირუსი არ ცირკულირებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს დეკემბერში და პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები. განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს" - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები