პოლიტიკა
04.11.19 17:00
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან შეხვედრა გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი შვედეთის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორ ქვეყანას და ხაზი გაუსვა შვედეთის ჩართულობის მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავლისა და ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში.
ასევე, შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ისტორიული ინიციატივა იყო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ხაზი გაესვა შვედეთის მნიშვნელოვან ძალისხმევას ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან და სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების გზაზე, რაც მრავალი მიმართულებით განხორციელებულ პრაქტიკულ დახმარებაშიც გამოიხატება.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედურ მხარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა რომ საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირთან მეტი ფუნქციური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირთან.მეტ ფუნქციურ და ინსტიტუციურ დაახლოებას.
თავის მხრივ, შვედურმა მხარემ მზაობა გამოხატა მომავალშიც განაგრძოს საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა. აღინიშნა როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში, ასევე რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის და ადგილზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. მინისტრი შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან. დავით ზალკალიანის ვიზიტი შვედეთის სამეფოში 8 წლიანი პაუზის შემდეგ 2019 წლის 3-6 ნოემბერს ხორციელდება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24