პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ამას დიდად ვაფასებთ

05.11.19 10:00


ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ მხარდაჭერას დიდად ვაფასებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს.

„ეს არის ნიდერლანდებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მაღალი დონის ვიზიტი და მთავრობის მეთაურის რანგში ჩემთვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. მადლობელი ვართ ასევე “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის” განხორციელების პროცესში ნიდერლანდების ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის გაღრმავებისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები