საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა

05.11.19 10:30


სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს და დეკემბერის დასაწყისში, პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს და იანვარში.

აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფებში ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფი მოხუცები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები არიან.

“განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქცინაცია.

ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები.

სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, – განმარტა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალება ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება და სველი წესით ოთახების დასუფთავებაა.

“მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით.

თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, – განაცხადა გამყრელიძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები