საზოგადოება
05.11.19 12:20
2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად.
ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრუნო თქვენზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონის მონახულებისას განაცხადა.
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრიან ვოლფორდი დახვდა და შეხვედრაზე ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება.
“სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი აღიარება მთელ მსოფლიოში – ეს არის თქვენი გმირობისა და თავგანწირვის, თქვენი თავდადების შედეგი! ამისთვის მე, როგორც მინისტრი და რიგითი ქართველი, ასევე მოქალაქე, გიხდით მადლობას.
მადლობა თქვენ სამსახურისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის… 2020 წელი მე გამოვაცხადე სამხედროებზე, თქვენზე ზრუნვის წელიწადად. ძალიან კარგად მესმის, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვიზრუნო თქვენზე.
ეს არ გეგონოთ უბრალო სიტყვები, მე ამას ძალიან მალე ჩემი ქმედებითა და საქმით გაჩვენებთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა მშვიდობისმყოფელებისთვის სიტყვით მიმართვისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან გამართა შეხვედრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსეული პირობების შესაქმნელად დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული გეგმები გააცნო.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო; შემდეგ კი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით – “სამშობლოსათვის თავდადებული“ და “გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის ვიზიტი, ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მონახულებით დასრულდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 289
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24