საზოგადოება

ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება

05.11.19 13:40


ბაკურიანი ზამთრის სეზონს სამი ახალი საბაგიროთი და ახალი სასრიალო არეალებით შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თაზო გამცემლიძემ განუცხადა, ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურა ეწყობა.

„ემატება ახალი სასრიალო არეალები. გარდა ტურისტების უკეთ მომსახურებისა, ახალი საბაგიროები ასევე გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მოგეხსენებათ, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. ასევე, იგეგმება დიდი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელშიც შედის გათოვლიანების სისტემები, წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. ამასთან, ბაკურიანში დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამონტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე და შედეგად ძველი საბაგირო დაახლოებით საათში 350-400 კაცით მეტს გაატარებს, რაც რიგებს მნიშვნელოვნად განტვირთავს,“ - აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ფასებს, გამცემლიძის თქმით, მიმდინარეობს აქცია და 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება სეზონური აბონიმენტები. მისივე თქმით, წინა წლის ზამთრის სეზონთან შედარებით ფასების რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არაა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები