ეკონომიკა
05.11.19 16:50
საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე 57 მონაწილე ქვეყნის დიპლომატებს სიტყვით მიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად კონფლიქტების მოგვარების გზებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ, ეუთოს სივრცეში უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით ფუნდამენტალური ცვლილებები მოხდა, ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების გაგრძელება კვლავაც ტურბულენტურ და არამდგრად გარემოში უწევთ.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის დღევანდელი რეალობა: ყოფილ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ზრდა, ომები ჩვენს კონტინენტზე, ეუთოს ბევრ რეგიონში შეუსრულებელი ვალდებულებები, საერთაშორისო აღიარებული ნორმების და პრინციპების უხეშად დარღვევის ფაქტები, არალიბერალური და ანტიდემოკრატიული ტენდენციების განახლება. ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი უარს აცხადებს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობაზე და ყოველივე ეს ცალმხრივი, ეგოისტური მოქმედებებით და უთანასწორო, არა პარტნიორული დამოკიდებულებით გამოიხატება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ამასთან, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკრაინისა და ყარაბაღის კონფლიქტებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.
„საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრების უკანონო გავლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკანონობად და შეთანხმების მკაფიო დარღვევად ფასდება. ბოლო სავალალო შედეგი, რაც ამ არალეგიტიმურმა ქმედებებმა გამოიწვია, საქართველოს მოქალაქის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაა, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის დახურვის გამო, მისი ოჯახის წევრებს ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ მიეცათ. შედეგად, იგი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, მოვუწოდებთ, ვგმობთ, თუმცა, ვითარება უფრო მძიმდება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მან ასევე საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი გამოსვლის საპასუხოდ განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის, აშშ, შვეიცარიის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, თურქეთის საელჩოების მხრიდან.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24