საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

06.11.19 10:30


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: შენგელი ფიცხელაური, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და გიგა ნიკოლეიშვილი.

მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას და სამომავლო გეგმებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და დიეგო კოლასმა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები