პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

07.11.19 10:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავით ტონოიანს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები