პოლიტიკა

ცხინვალის ე.წ. КГБ: ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა

07.11.19 10:15


ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობიდან, სადაც მათი თქმით, განთავსებულია ქართული პოლიციის დამატებითი ძალები, ე.წ. საზღვრის მიმართულებით დაუდგენელი პირების მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის, არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

ცხინვალის КГБ-ს განცხადებით, დაძაბულობის დეესკალაციის ერთადერთი უალტერნატივო გზა „საზღვრისპირა“ რაიონში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმებაა სოფელ წნელისთან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები